Tuesday, February 6, 2018

06-02-2018. ვანი/ისრითი
---------------------------------------
<გამოღვიძების დგება ჟამი-სწრაფად ბრუნავს დ ე დ ა მ ი წ ა ...

Sunday, February 4, 2018

04-02-2018. ვანი/ისრითი
------------------------------------
<ყველასგან-მიტოვებული-ს-კ-ო-ლ-ა-და-მომავალი -დ-რ-ო !...არ-გ-ე-შ-ი-ნ-ი- ა?!...

Tuesday, October 31, 2017

ული ხდის ცხოვრებას უფრო მოხერხებულს, მაგრამ არა უფრო ბედნიერს
ბედნიერება – ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაში, ოჯახში, მოგზაურობაში, ერთად გატარებულ დროში, მშვიდობიან ცაში, საკვების, წყლის არსებობაშია და ა.შ. მილიარდობით ადამიანს პლანეტაზე არ გააჩნიათ ეს ყველაფერი. „მთავარ მიზნად დაისახო ფული (და ასეთივე მაგალითი აჩვენო საკუთარ შვილებს) – ეს იგივეა, რაც სპორტულ დარბაზში ავარჯიშო მხოლოდ ცალი ფეხი – ეს ზიანის მეტს არაფერს მოიტანს“.
მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს
მამა ყოველთვის შენს გვერდით არ იქნება. დადგება დრო, როცა შვილებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე. ჯობია ამისათვის წინასწარ მოემზადოთ და თავიდან ამოიგდოთ ისეთი ფიქრები, როგორიცაა: „მე ეს არ მქონდა, ჩემს შვილებს მაინც ჰქონდეთ!“ „ბევრად ადვილია გაზარდო დამოუკიდებელი და ძლიერი შვილები, ვიდრე მერე ეცადო გამოასწორო გათამამებული და ცხოვრებისადმი მოუმზადებელი შვილები.
ფულს იღებ შრომისთვის და არა სხვაგვარად!
მინდა ვასწავლო ჩემს შვილებს ის, რომ ფულს იღებენ მხოლოდ შრომისთვის და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. ამ სამყაროში არავისი არაფერი მმართებს! იდეალური საშუალებაა მიაჩვიო შვილები შრომას და გააგებინო მათ ფულის ფასეულობა – მისცე მათ ჯიბის ფული (შრომისთვის) და შესაძლებლობები ანაზღაურებისთვის. „შრომას ჯერ არავინ გაუფუჭებია, მისი უარყოფა კი – პირიქით“.
გართობები არ უნდა იყოს ძვირადღირებული
თქვენი დრო – ყველაზე ძვირფასია, რასაც ბავშვი გაიხსენებს მთელი ცხოვრება – ის დრო, რომელიც თქვენ ერთად გაატარეთ. არსებობს მილიონი იდეა, რომლებიც თითქმის არაფერი არ ღირს, და რომლებიც თქვენ შვილებს მთელი ცხოვრება ემახსოვრება. „მაჩვენეთ ბავშვი, რომელიც უფრო ჭკვიანი და წარმატებული გახდა ტელევიზორის უსასრულო ყურებით, პლანშეტის ან კომპიუტერული თამაშებით“.
მოიზიდეთ ბავშვები ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებისას
მოგზაურობისთვის მომზადება, მანქანის, ბინის ყიდვა, შოპინგი მაღაზიაში – ჩართეთ ბავშვები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახსენით საკუთარი არჩევანი, ერთად მოძებნეთ თქვენი ოჯახისთვის საუკეთესო ვარიანტები.

იცხოვროთ უფრო ნაკლები თანხებით, ვიდრე გამოიმუშავებთ
მხოლოდ ასე ისწავლიან შვილები ცხოვრებას აწმყოთი, წარსულის გაყიდვით (ადრე გამომუშავებული ფულით), კრედიტებისგან განსხვავებით, როცა ისინი გაყიდიან საკუთარ მომავალს (ჯერ გამოუმუშავებული ფული). ამ გაკვეთილმა შეიძლება გადაარჩინოს თქვენი შვილების ცხოვრების წლები და ათასობით დოლარი, როცა გაიზრდებიან. „რკინის წესი – „შენ შეგიძლია დახარჯო მხოლოდ ის ფული, რომელიც გამოიმუშავე და დააგროვე“.
გადადებული სიამოვნება
თუ ამ მომენტში ფული არ გაქვთ – საშინელი არაფერია, საკმარისია ცოტაოდენი მოთმინება და დისციპლინა, რომ დააგროვოთ ის. სასურველი სათამაშოებისთვისა და საყიდლებისთვის დააგროვეთ ერთად. ბავშვის მიერ გადადებულ ყოველ დოლარზე შეგიძლიათ დაამატოთ 20, 30, 50 ან 100 %. მთავარია აჩვენოთ, რომ შეიძლება და საჭიროც არის დააგროვოს ყველაფრისთვის – მთავარია შეგეძლოს გადადო სიამოვნება რაღაც დროისთვის, და არ თქვა უარი მასზე. „ბავშვს სრულიად სხვა დამოკიდებულება ექნება ნივთის მიმართ, თუ მას ლოდინი მოუწევს და თავად დააგროვებს“.

თითოეულ დოლარს გააჩნია გეგმა
აჩვენეთ საკუთარ მაგალითზე, რომ თითოეულ დოლარს გააჩნია საკუთარი გეგმა. და თუ ეს გეგმა არ გაქვთ, ესე იგი თქვენ არ ხარჯავთ ფულს. ვგულისხმობ ბიუჯეტს და ბიუჯეტის კონტროლს. ბიუჯეტის დანიშნულება ის არის, რომ წინასწარ „უთხრა“ საკუთარ ფულს, სად წავიდეს, და არა იმისთვის, რომ თვეში ერთხელ ნახო სად წავიდა და მერე თავში შემოირტყა ხელები. ეს დიდი განსხვავებაა.
განიხილეთ მეუღლესთან ფინანსური საკითხები
ბავშვებზე მემკვიდრეობით გადადის არა მხოლოდ გარეგნობა, დამოკიდებულება ჯანმრთელობის, ოჯახისა და ქორწინების მიმართ, არამედ ისიც, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენთვის ყველაზე მთავარ ადამიანთან (მეუღლესთან) ფულად საკითხებში.
გქონდეთ დანაზოგი
ცხოვრებაში უამრავი საგანგებო სიტუაცია ხდება – ამისგან არავინ არ არის დაზღვეული. ასეთი მოვლენებისგან დაცვა შეუძლებელია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ თქვენს შვილებს ჩამოაყალიბონ „სახანძრო დანაზოგი“, რათა მსგავს სიტუაციებს მომზადებულები შეხვდნენ, თუნდაც ფინანსურ ასპექტში.

Wednesday, October 11, 2017


05-10-2017. ვანი-ისრითი
-----------------------------------------------
< ა ხ ლ ა - ისე მომენატრე- დ-ე-დ-ა...
<ყელში მახრჩობს უშენობის - ს ე ვ დ ა ...

Wednesday, September 20, 2017

20-09-2017. ვანი-ისრითი
----------------------------------------
<ფ ა რ ა ნ ი - სიძველის დროის სურნელის მემკვიდრე,
<კ ა რ გ ი - დრო...იყო მეტი სინათლე,მეტი ერთგულება,მეტი სიყვარული,
<ი ყ ო - მეტი განათლება,მეტი ოჯახი იყო ო-ჯ-ა-ხ-ი!...

Saturday, May 20, 2017

21-05-2017---------------------------------
<ცის- ც- რ- ე -მ- ლ -ე -ბ- ი-მოჰყვებიან დილის სიოს...
<გაზაფხულის წვიმების დგას-ჟამი,
<ძლივს მივათრევ ამ ცხოვრების ყოფითობას,
<-დამანებე,, თავო ჩემო ''-თ ა ვ ი !...

Sunday, May 14, 2017

14-05-2017. ვანი-ისრითი---------------------------------
<მ თ ვ ა რ ი ს -შუქზე საუბრობენ ხ-ე-ე-ბ-ი-ჩუმად,
<და ღამის სიო,ოდნავ ურხევთ ფოთლებს დაღლილებს,
<ნეტავ ვიცოდე მათი-,,ე ნ ა''-,რომ გამეგონა,
<უჭირთ თუ ულხინთ-მთვარისაკენ ხელებ გაწვდილებს!...