Thursday, May 12, 2016
.მოთმინების
ზღვარი ყველას აქვს...ჩემი კულტურული იდენტობის
დ ი ს კ რ ი მ ი ნ ა ც ი ა ა , როცა
მე ოთხ სხვადასხვა კატეგორიად
,, მყოფენ ‘’ ...როგორც მ ა ს წ ა
ვ ლ ე ბ ე ლ ს . მე ნაცრისფერი ან ვარსკვლავი მასწავლებელი
არ ვარ .29 წლიანი პრაქტიკის წყალობით
, როგორიც ვარ ,ვარ !...18 საათში
200 დოლარსაც ვერ ვიღებ და ეს სადაური
ანაზღაურების ,, სტანდარტია
, ‘’ ევროპისა და ამერიკის ,, მოდელების ‘’ მიმდევარო
რ ე ფ ო რ მ ი ს ,,დედებო ‘’ და
,,მამებო ‘’!? მე ვიცი როგორია
თქვენი სახელფასო ,სადანამატო და საპრემიო ანაზღაურების
ციფრები . თქვენ ხართ ,, ევროპაში ‘’ ამ თვალსაზრისით
, მე კი ოცჯერ ნაკლებად
ანაზღაურებადმა მასწავლებელმა –ყველა
წასულ ,მოსულ და მოსასვლელ
ხელისუფალთ – რატო უნდა ,,გიმტკიცოდ ‘’ ,რომ მ
ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი ვ ა რ !
Tuesday, May 10, 2016
Saturday, May 7, 2016
1. პროექტის სახელი - ღია საზოგადოების მომავალი საქართველოში
2. პროექტის მოკლე აღწერა - სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, არსებული რეალობის ანალიზი, მისი შეცვლის პერსპექტივა.
3. პროექტის სრული აღწერა - ა) შესავალი, ბ) მეთოდები და პროექტის სრული აღწერა, გ) შედეგი, დ) დასკვნა.
4. მონაწილის ასაკი - 54 წელი
5. ვადები / ხანგრძლივობა - 1 თვე [აპრილი, 2016წელი]
6. პროექტის შესაძლო აქტივობები სკოლაში - პრეზენტაციები IX-X კლასებში, დისკუსიები კოლეგებთან, ბლოგის გაკეთება
7. მოსალოდნელი შედეგები - თემის მნიშვნელობის და აქტუალობის გააზრება /სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა/საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
8. სარგებელი სხვებისათვის - სამოქალაქო მსოფლმხედველობის ამაღლება - თუ არაფერს შეცვლი, შედეგი უცველელი იქნება.
9. სამუშაო ენა - ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან -X
11. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -ისტორია, სამოქალაქო განათლება, ისტ.
12. პროექტის ავტორი - გიორგი გაბუნია
13. პროექტის ავტორის ელ-ფოსტა giorgigabunia07@gmail.com
14. პროექტის ფორუმი -
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - გიორგი გაბუნია. blogpost.com
ღია საზოგადოების მომავალი საქართველოში
შესავალი
დედამიწელმა ადამიანმა გრძელი გზა განვლო თავისი ცხოვრების ფორმებიდან –თანამედროვეობამდე. ეს იყო გზა დახურული საზოგადოებიდან ღია საზოგადოებაზე გადასვლის პროცესისა ,სადაც ადამიანს უნდა გაერკვია დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალფეროვანი მოვლენებისადმი და ის ცოდნა,როგორ ხდებოდა საზოგადოებრივი განვითარების ეტაპობრივი ფორმირება და მონაცვლეობა,ქმნიდა იმ ცოდნის წარმოქმნის აუცილებლობას, თუ როგორ იზრდებოდა მოტივაცია –ის რის საფუძველზეც ადამიანი განიზრახავს ამა თუ იმ მოქმედების შესრულებას–ღია საზოგადოების ჩამოყალიბებისა და რა ფუნქციურ მოთხოვნას უყენებდა იგი ადამიანის აზროვნებას,ვისაც ასეთი საზოგადოება უნდა შეექმნა და ეცხოვრა მასში.
უხსოვარი დროიდან ეძიებდა ადამიანური გონება ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობების ჩამყალიბებას,სადაც მიღწევადი იქნებოდა ყველას პიროვნული ღირებულებითი ორიენტაციების სრულად გამოვლენა და განვითარება. ცხოვრება კი დახურული ურთიერთობების მძიმე ფორმატით მიდიოდა, სადაც ადამიანი‘’ უცვლელ ტაბუთა ,კანონთა,და ჩვევათა მოჯადოებულ წრეში ცხოვრობს, ეს ტაბუ, კანონები და ჩვევები ისევე გარდუვლად ითვლება,როგორც მზის ამოსვლა,წელიწადის დროთა ცვლილება.’’[კარლ პოპერი]
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებთან დაშორების გამო დაღვრილი ცრემლებისა და სისხლის ხსოვნისადმი,ადამიანთა პატივისცემა, მოითხოვდა იმის აუცილებლობას, რომ დახურული საზოგადოება უცვლელად არ ყოფილიყო ‘’დატოვებული’’ისტორიაში.
რა იყო ის ფასეულობა, რასაც ღია სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები უნდა შეექმნა და განევითარებინა,რა იყო მისი მიზანი? აქ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო პრინციპულ მიდგომაში,რაც ღია საზოგადოების ფორმირებისათვის იყო აუცილებელი და დღესაც 21 საუკუნეში აქტუალურია მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს თანამედროვე საზოგადოებისათვის, მისი სრულფასოვნად, სასურველ დონემდე გადაუწყვეტლობის გამო. ესაა ღია საზოგადოების მიმართ ჩვენი სუბიექტური აზროვნების, რწმენისა და შეხედულებების არამყარი,არასაკმარისი დონე, რომლის გარეშეც წინსვლა ამ მიმართულებით შეუძლებელია.
რა არის ეს საზოგადოება?–ღია საზოგადოება არის ყველასათვის თავისუფალი შესაძლებლობების გამოხატვის საზოგადოება, რომელიც პიროვნებას უქმნის საკუთარი გადაწყვეტილებისა და პერსონალური პასუხისმგებლობის თავისუფალი თვითგამოხატვის შესაძლებლობა, სადაც დაცულია მისი უფლებები და მოვალეობები მთელი სისრულით.ესაა საზოგადოება მაღალი კულტურითა და ზნეობით. ღია საზოგადოება დემოკრატიის განუყოფელი პირობაა, სადაც შესრულებადია სამართლის ზოგადსაკაცობრიო პრინციპი–ნებადართულია ყველაფერი, რაც კანონით არ არის აკრძალული.
ღია საზოგადოება არ არის მყარი ცნება.მის სისტემად ქცევას და სრულყოფილად მოქმედებას საზოგადოების ყოველი წევრის არა დაშლილი აზროვნება, არამედ მუდმივი ძიება სჭირდება ცხოვრების სწორი გზის პოვნისა.–‘’ღია საზოგადოება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დამკვიდრდეს, როცა ადამიანები ამას მათთვის სასურველ მიზნად დაისახავენ’’ [ჯორჯ სოროსი]. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრებას არ ვირჩევთ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია წინ წავწიოთ ცხოვრება ამ მიმართულებით.
როგორია თანამედროვე ქართული საზოგადოება და რამდენადაა მისთვის პიროვნული ‘’მიზანი’’ღია საზოგადოების დამკვიდრებისათვის სწრაფვა? ეს რთული,ცოცხალი საკითხია. მე მაქვს ჩემი თვალსაზრისი ამ თემაზე. დრო მუდამ გვაყენებს არჩევანის წინაშე. მე ვხედავ ნიჰილიზმის საფრთხეს.–‘’ეს ბედი უკვე ყველგან იუწყება თავისი თავის შესახებ’’ [ფ.ნიცშე]. პიროვნული ფუნქციის მომენტი ირყევა. საკუთარ ‘’მე’’–ში ვიკეტებით. სრულად საკუთარ აზროვნებაში ვერ ავსახეთ, ის რაც ვიცით და რასაც ვხედავთ,რაც უნდა იყოს და რაც არის, რაც არ ვიცით და რაც უნდა ვიცოდეთ. ყოველთვის პრობლემა იყო ფიქრი, ანალიზი და საკუთარი ხმის გამოხატვა იმაზე,რასაც რეალურ დროში ცხოვრების მთელი სიმართლე ჰქვია.
ასეთი მდგომარეობა ართულებს სამოქალაქო თვთშეგნებას, სადაც პიროვნებამ თავისი თავი უნდა მიიყვანოს იქამდე, რომ საკუთარ თავში ღია საზოგადოების პრინციპების დამკვიდრებისთვის საჭირო ცვლილებების აუცილებლობა დაინახოს.
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესი გაძნელებულია. ამას უპირველესად განაპირობებს ის, რომ არაა პიროვნების ღირსების დაცვის რეალური შესაძლებლიბის – თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის სისტემა. ეს თავის მხრივ იმითაა გამოწვეული, რომ საზოგადოების მხრიდან ყველა დონის სახელისუფლო ინსტიტუტების საქმიანობა საჭირო გონივრულ სიმაღლემდე ვერ და არ კონტროლდება. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, შესაძლებლობა და ფორმა გაზარდოს გავლენა ხელისუფლებაზე და თავისი სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის პოზიტიურობა დაამტკიცოს, თუ რას უნდა აკეთებდეს კონკრეტულად ხელისუფლება. ხალხს როგორც ხელისუფლების წყაროს [საქართველოს კონსტიტუცია,1995 წ.,მუხლი 5–1.] დაავიწყდა თუ დაავიწყეს თავისი კონსტიტუციური ფუნქცია. ასეთი სიტუაცია დროში უკან გვაბრუნებს და აძნელებს ქვეყნის აკადემიურ პოლიტიკურ ევოლუციას.
ჩვენი საზოგადოება იურისტების მიერ დაწერილი კანონების დონეზე რჩება’’დემოკრატიულად’’ და არა რეალურად, პრაქტიკული ცხოვრებით, რაც ხშირად ღიად ყველგან და ყველაფერში ჩანს. კანონი გვაძლევს უფლებას, მაგრამ არ ვიცით როგორ დავიცვათ ეს უფლება–დროში,რომელშიც ვცხოვრობთ.ესაა ფორმალიზმზე დაფუძნებული დემოკრატიის ილუზია,სადაც კანონს არ აქვს ძალა,ერთნაირ პირობებში, სრულად ფარავდეს თითოეული პიროვნების,სასიცოცხლო სივრცის ჩარჩოებს.გაძნელებულია მოქალაქის – კანონთან მიმართებაში მორჩილების შემთხვევაში რეალიზება–ნიჭის, პატიოსნების, პროფესიონალიზმის, დისციპლინისა და ზნეობრივი ღირსების მიხედვი, რაც საზოგადოების სამართლებრივი ნიჰილიზმის განწყობის საფუძველი ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში დახურული საზოგადოების საფუძვლები ნორმაზე მეტია,რაც საშიშროებაა ქვეყნის მომავლისათვის. პრობლემა თუ გაქვს, კარები არ უნდა დახურო...
საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობის დახასიათებაში ძირითადი პრობლემა სწორედ ესაა,ხალხმა და მთავრობამ სინქრონული თანმიმდევრობით უნდა გააუმჯობესონ სახელისუფლო სისტემები. თუ ეს ვერ შევძელით ქართველობას და საქართველოს, მომავლის სერიოზული პრობლემები შეგვექმნება და ეს არაა მელნით დაწერილი ტყუილი! უფლება არ გვაქვს,არ ვიცოდეთ ის რისი ცოდნაც გვევალება. დღეს თითოეულ მოქალაქეს სჭირდება ახალი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება, რათა ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდეს ღია ქართული საზოგადოება–თავისუფალი ადამიანების მაღალი კულტურისა და ზნეობის საზოგადოებ, რომელიც ყველას შეუქმნის საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების, მისი უფლებებისა და მოვალეობების მთელი სისრულით თვითრეალიზებას, რაც შესაძლებელს გახდის ყოველი ადამიანისათვის ბედნიერ და კმაყოფილებით ცხოვრებას.
შედეგი
ყოველი პიროვნება განსხვავებულად აზროვნებს, ფიქრობს და თავის ქმედებებში საკუთარ ინდივიდუალობას ავლენს. ეს მრავალფეროვნება განსაზღვრავს პიროვნების შინაგან თავისუფლება,რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ღია საზოგადოების ნორმებს, რადგან თუ იგი არ იცავს ამ საზოგადოების ფასეულობებს, მაშინ საზოგადოება, რომლის წევრიც თავადაა,ვერ იქნება მისი პიროვნული ღირსებების დამცველი–იპოვოს საკუთარი ადგილი ამ საზოგადოებაში,რადგან საზოგადოება არის ისეთი, როგორიც მისი მოქალაქეების ინდივიდუალური სახეა.დღეს იგი უკეთესის სურვილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მე ვერავის ვუბრძანებ,რომ ისე იცხოვროს, თავისი უფლებებისა და მოვალეობების დაცვა და შესრულება შეძლოს. ეს უნდა იყოს ყოველი ადამიანის ორგანული მოთხოვნილება, მისი რელიგიური, ბიოლოგიური და სოციალური არსებობის გასამართლებლად. ქვეყნის მომავალს თავისუფალი ადამიანები ქმნიან...ამისთვის, განათლების დონეა საჭირო, მაგრამ განათლება პიროვნების ან საზოგადოების, თავისთავად ვერ ცვლის იმ სიტუაციას თუ იგი არ რეალიზდება პიროვნული თავისუფლების ხარისხის იმ დონეში,რომ იცოდეს თავისი უფლებები და იცავდეს თავს ამ უფლებებში,ყოველგვარი დარღვევის ან შეზღუდვისაგან საზოგადოების თუ ხელისუფლების მხრიდან.
უფლება არის მოვალეობა, რომელიც უნდა დაიცვა. მოვალეობა არის უფლება, რომელიც უნდა შეასრულო. როცა ეს შეგიძლია ამით იცავ არა მარტო პირად ინტერესებს, არამედ საზოგადოებასაც აჩვენებ და უმტკიცებ თუ როგორ უნდა საკუთარი სამართლებრივი ურთიერთობის ვარიანტის შექმნა. დემოკრატიული რესპუბლიკა–როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური წყობის არსიც იმაში მდგომარეობს,რომ ეს უზრუნველყოს და ადამიანებს ამ მისიის შესრულება შეაძლებინოს–აპოვნინოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში.
თუ ეს შევძელით,ეს იქნება ჩვენი გონების გამარჯვება, პრობლემის გაგება, რისთვისაც საჭიროა სრულად ამოქმედდეს ქვეყნის სამართლებრივი სისტემა, რომელიც უნდა ქმნიდეს გაწონასწორებულ და თანაბარ მდგომარეობას საკონსტიტუციო რეჟიმთან მიმართებაში–პიროვნების, საზოგადოებისა და ხელისუფლების ყოველი წარმომადგენლისათვის.
დასკვნა
ადამიანი, როგორც სოციალური არსება, ღია საზოგადოების პირობებში თანასწორია, თანასწორთა შორის, რადგან ასეთ საზოგადოებაში არავინაა კანონს ზემოთ ფეხის დამდგმელი.ამის გარანტი არის სამართლებრივი კულტურა საზოგადოებისა, როგორც სახელმწიფოს მიერ ამუშავებული კონსტიტუციური წესრიგის ლოგიკური შედეგი. ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი, პიროვნებისა და საზოგადოების მიდგომისადმი, ამ ურთიერთობების დონით განისაზღვრება.
ჩვენ ვდგევართ იმედისა და უიმედობის გზაჯვარედინზე–ესაა რეალური ცხოვრების საფუძველზე წარმოქმნილი ვითარება. ჩემი სიცოცხლე ჩემი ნებისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა და არც ის ვიც, სანამდე გაგრძელდება.
ჩემი იმედი–ღია საზოგადოებაა, სადაც ადამიანი პიროვნებად ყალიბდება. ჩემი უიმედობა–საზოგადოების შეუცვლელობა,სადაც ადამიანი დაბნეულია, სდუმს და უძლებს თავსმოხვეულ სულისშემხუთველ ცხოვრების ატმოსფეროს.
მე ვერავის ვუბრძანებ არჩევანს–იმედსა და უიმედობას შორის...
ღმერთმა დალოცოს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !
გამოყენებული ლიტერატურა:
1. სახელმძღვანელო, სამოქალაქო განათლება, 9 კლასი. თბილისი.2012წ.
2. ფილოსოფიური ლექსიკონი, თბილისი, 1987წ.
Subscribe to:
Posts (Atom)