Tuesday, June 28, 2016

,
ველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.


ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.



<უილიამ შექსპირი –66 სონეტი .

<ააა კაცი,მე მისი ,,თანამედროვე'' ვარ–ის კი ჩემი ,,თანამედროვე''!... 


Saturday, June 25, 2016

ვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svgსიტყვას „ვანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ვანი
თავისუფლების ქუჩა
თავისუფლების ქუჩა
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
მხარეიმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტივანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები42°05′31″ ჩ. გ. 42°30′28″ ა. გ.
ქალაქი1981  წლიდან
მოსახლეობა4,6 ათასი კაცი (2002)
სატელეფონო კოდი+995 432[1]
საფოსტო ინდექსი1900[2]
ვანი (საქართველო)
Red pog.svg
ვანი (იმერეთის მხარე)
Red pog.png
ვანი — ქალაქი საქართველოშიიმერეთის მხარეშივანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[3] ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, საფეხბურთო კლუბი სულორი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 19 კმ-ზე, რეგიონის ცენტრ ქუთაისიდან 41 კმ-ზე, უახლოეს აეროპორტკოპიტნარიდან — 35 კმ-ზე, უახლოეს პორტ ფოთიდან — 80 კმ-ზე.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარაციხესულორიგორა,ბაგინეთიინაშაურისულორიძულუხიბუღნარაბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათიზეკარი,ბაღდათი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.
ძველი ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარი განლაგებულია ქ. ვანის მიმდებარედ არსებულ ბორცვზე და მოიცავს დაახლოებით 8,5 ჰექტარ ფართობს. აღნიშნულ გორაკს ირგვლივ გაბატონებული მდგომარეობა უკავია. აქედან კარგად მოჩანს რიონის დაბლობი, ქალაქი ქუთაისი და კავკასიონის მთები. აქედან შეიძლებოდა მარჯვედ ედევნებინათ თვალყური ვანზე გამავალი დიდი სავაჭრო გზისათვისაც, რომელიც ინდოეთიდან მიემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით აღწევდა შავ ზღვამდე. აქ არა მარტო სატრანსპორტო გზები იყო, არამედ ისეთიც, როგორიც სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ კი მესხეთიდან გურიისაკენმიემართებოდა.
კოლხეთის სამეფო
ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
  • ძვ. წ. VI-IV სს. და
  • ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.
პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.
ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.
ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების პოტენციურ წყაროს ჯერ კიდენ XIX საუკუნეში მიაქციეს ყურადღება. 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა ფრანგი ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე. ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისათვის მიურთმევიათ მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელიც საჩინოს ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი (ქანდაკების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია). მარი ბროსეს აღწერით ქანდაკება იყო: „მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით“[4]. ხოლო 1876 წელს ქართული გაზეთი „დროება“ წერდა: „აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა... დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე...“ სწორედ ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა ექვთიმე თაყაიშვილი ვანით და 1896 წელს დაიწყო პირველი არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც სისტემატიური ხასიათი1947 წლიდან მიიღო.
ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები:„საჩინოს“ ციხე მშვიდობის გორაზე, და მეორე „სებეკას“ ციხე საავადმყოფოს ახლოს მომაღლო ბორცვზე, აქვე შეიმჩნევა მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები ჩიჯავაძეების კარის ეკლესიის.
1926 წლისთვის ვანის თემი შედგებოდა 12 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 10762 ადამიანს, ხოლო ფართობი 65,7 კმ2-ს.[5]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანში მოქმედებს სახალხო თეატრი. მისი ისტორია იწყება მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან დაიწყო. წარმოდგენები ძირითადად საცხოვრებელი სახლების აივნებზე იმართებოდა 1930 წლამდე, მანამ, სანამ არ დაარსდა „გლეხთა სახლი“. დღევანდელი თეატრის დარბაზი გათვალისწინებულია 600 მაყურებელზე, აქვს ოთხი სარეპეტიციო და ორი საგრიმიორო ოთახი. თეატრი მონაწილეობს სხვადასხა თეატრალურ ფესტივალებსა და კონკურსებში, ხოლო 2002 და 2003 წლებში ვანი თავად მასპინძლობდა იმერეთისა და რესპუბლიკურ ფესტივალებს.
ყოველი წლის 2 ივნისს ვანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო დღესასწაული „ვანელობა“, ამ დღეს სხვადასხა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ენიჭებათ საპატიო ვანელის წოდება. 2010 წელს ეს თარიღი სიმბოლურად დაემთხვა ვანის ცენტრში წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის გახსნას.

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური ხანის ოქროს ნივთები ვანის ნაქალაქარიდან
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. 1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.). მუზეუმის მისამართია გორგასლის ქ. 33. ვანში ასევე არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი. (მის.სოლომონ II-ს ქ. 2)

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ვანში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის რეზიდენცია. ეპარქია მოიცავს ვანისა და ბაღდათის რაიონის ტერიტორიებს. ეპარქიის შემადგენლოაში შედის 22 მოქმედი ეკლესია. ეპარქია იყოფა ვანისა და ბაღდათის ოლქებად. ეპარქიის მმართველია მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია), ვანის ოლქის მთავარხუცესია დეკანოზი პეტრე (ვალერიან გიორგაძე).

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    Sunday, June 19, 2016

    დ რ ო ს – კი არ ,,მოაქვს '' უზნეობა და უზრდელობა, არა
    მედ ცუდად ა ღ ზ რ დ ა ს მოაქვს ცუდი დ რ ო !

    Saturday, June 18, 2016

    ე ს ე – სამყარო  –როგორც  უმიზნო  ყოფიერება

    [რასაც  ქვემოთ  წაიკითხავ  ასახავს  ავტორის  თვალსაზრისს.  თუ  შენ  ისე  ვერ  გაიგე   მე  ,რომ  ვფიქრობ  – მაპატიე !  და  თუ   მე  ისე  ვერ  გავიგე   შენ , რომ  ფიქრობ  –  ბოდიშს  გიხდით ...]


    ღამით  მოწმენდილ ცას ,რომ ვხედავ  რ ე ა ლ ო ბ ა ა  –რომელიც  უნდა  დავიჯერო!
    ამას  კ ო ს მ ო ს ი   ანუ   ს ა მ ყ ა რ ო  ქვია  –მთელი  არსებული  მატერიის, ენერგიის ,და სივრცის
    ერთიანობა.  არავინ  იცის  თუ როგორ  და  როდის  შეიქმნა  ,მისი  ფიზიკური სურათი  გ ა უ რ კ
    ვ ე ვ ე ლ ი   რჩება !!!  .  სამყაროს  მიზანი  არ აქვს  , ის წმინდა  ყ ი ფ ი ე რ ე ბ ა ა . მას  არ  აქვს  გაც
    ნობიერებული  თ ა ვ ი ს ი     დანიშნულების  ა რ ს ი ...
    მე   კ ო ს მ ო ს ი ს    ნაწილი  ვ  ა  რ  .
    მ ზ ე მ  –არ  იცის  რატომ  არის  მ ზ ე ,
    ვ ა რ დ მ ა  –არ  იცის  რატომ  არის  ვ ა რ დ ი  ,
    მ გ ე ლ მ ა –არ  იცის  რატომ  არის  მ გ ე ლ ი ,
    მ   ე  – არ  ვიცი  რატომ  ვ არ   ა დ ა მ ი ა ნ ი ...!
    სამყარო  – ყველა  მის  გამოვლინებასა  და  ფორმაში  , მუდმივად  ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ს.
    მისი  შექმნა  მოხდა  ადამიანამდე, მისი  ნების  გარეშე  ,დიდი  ხნის  წინათ,  წარსულ  დ რ ო შ ი .
    კ ო ს მ ო ს ი ს  პატარა  ნაწილია  –დ ე დ ა მ ი წ ა .
    გეოლოგები,  ასტრონომები, არქეოლოგები...ბევრს  გვატყუებენ   თავიანთი  ,,ბ ო დ ვ ე ბ
    ი თ ‘’ .დროში  უკან  ვერ  წახვალ  –რა , როგორ  იყო  ,მაინც  ვერაფერს  გავიგებთ .
    პირველი  ადამიანები  ,  ისეთივე  უსუსური  იყო  კ ო ს მ ო ს ი ს    აღქმაში,  როგორიც  დ
    ღეს   ვარ  მ ე . ეს უსასრულო  მ რ ა ვ ა ლ ფ ე რ ო ვ ნ ე ბ ა  მიუწვდომელია  ადამიანური
     ცოდნის  შემეცნებით. ყველა  ჭეშმარიტება  –  ვარაუდების  ჰ ი პ ო თ ე ზ ა ა!
    ფილოსოფიური  აზრის  ი ს ტ ო რ ი ა  – ესაა   მარადიული  კითხვები  –პასუხების  გ ა რ
    ე შ ე ! კოსმოსის  სინამდვილის  აღქმა  ,  შეუძლებელია  , შეუმეცნებადია  დ ა   ეს  არაა
    ადამიანის  ბიოლოგიური  თუ  საზოგადოებრივი  ე ვ ო ლ უ ც ი ი ს  ,,ბ რ ა ლ ი ‘’!
    ყველაფერი ფარდობითია  და  არაფელი მ ა რ ა დ ი უ ლ ი – ბუნებრივი  ს ა მ ყ ა რ ო ს
    ყველა  ფორმაში !
    კ ო ს მ ო ს ი ს    ერთ – ერთ  სასწაულს  ს ი ც ო ც ხ ლ ე ს  – ვეძახით .  მისი  წარმოქმნა  ,ყ
    ველა  მის  ფორმათა  მრავალფეროვნებით ,  არ  იყო  კ ა ნ ო ნ ზ ო მ ი ე რ ი{ <არაცოცხალ
    იდან   ცოცხალის  წარმოშობა >} პლანეტა  დ ე დ ა მ ი წ ა ზ ე !.  იგი არამყარი   რეალობა
    იყო  და არის  დღესაც!..
    ვინც  ამბობს  ,  რომ  ,,სიცოცხლე  მშვენიერია ‘’–მაგარი  ფანტაზია  აქვს .ს ი ც ო ც ხ ლ ე –
    წარმოშობისთანავე ,თავისთავში  მოიცავს  – განადგურების , დაშლის , გაქრობის  [სიკ
    ვდილის ], გ ა რ დ უ ვ ა ლ ო ბ ა ს  – ! რადგან  მარადიული  არის   ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა –
    წარმოშობა , არსებობა , დაშლა .  სიცოცხლის  არცერთი  ფორმა  არ იქმნება  მისი  ნებით.
    მე  არ  მინდოდა  ამ   ს ა მ ყ ა რ ო ს  ,,ნ ა ხ ვ ა ‘’. სიცოცხლე  და  სიკვდილი  ორივე  რთუ
    ლია.  ადამიანის  აზროვნებამ  – რელიგიებით , ზნეობის ნორმებით ,კანონებით ,მეცნიე
    რული წარმატებებითა  თუ  წარუმატებლობებით ...შ ე ე ც ა დ ა   თავისი  არასტაბილუ
    რი    ბიოლოგიური  ბ უ ნ ე ბ ი ს   გასწორება  ან  შ ე ც ვ ლ ა  – უშედეგოდ!– ა და მ ი ა ნ ი 
    ვერ  გახდა  ,,უ კ ე თ ე ს ი ‘’ – ა დ ა მ ი ა ნ ი  , ისე  როგორც  ,  მ გ ე ლ ი  ვერ  გ ა ხ დ ა
    ,,უ კ ე თ ე ს ი ‘’  მ გ ე ლ ი ...!   ყველა  ცოცხალი  ქმნილება  ვინმეს  კლავს ...და ეს  ცოცხ
    ალი  სამყარო  ქაოსურად  და ,, წესების  გარეშე ‘’ მუდმივად   იბრძვის  ,,გ ა დ ა რ ჩ ე ნ ი
    ს თ ვ ი ს ‘’ –დროის  რაღაც  მომენტამდე ...მ ო მ ა ვ ა ლ ი    ა რ ა ვ ი ს    ე კ უ თ ვ ნ ი ს   ...!
    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––ბიბლიის   ავტორიტეტით– სამყარო  შექმნა  მამა   ღ მ ე რ თ მ ა ! მე   მჯერა   ღ მ ე რ
    თ ი ს   სასწაულის ...